Rate this item
(0 votes)
მარია ლიპკა

მარია ლიპკამ სამედიცინო განათლება ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მისი წარმატებით დასრულების შემდეგ კი სწავლა პოლონეთის ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო. 2004 – 2011 წლებში ლიპკა ვარშავის საბავშვო მემორიალური ჯანმრთელობის ჰოსპიტალის პედიატრიის, პედიატრიული ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის განყოფილებებში ზოგად პედიატრად და ნეფროლოგ-პედიატრად მუშაობდა.

2012 წელს ის ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტის შუა დასავლეთის რეგიონალურ ჰოსპიტალში დასაქმდა, მალევე კი ირლანდიის რესპუბლიკის სამედიცინო საზოგადოების წევრიც გახდა.

2014 წლიდან ექიმი მარია ლიპკა საქართველოში მოღვაწეობს. ის ამჟამად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შვილობილ სამედიცინო კორპორაცია ევექსის პედიატრიის მიმართულების ხელმძღვანელი გახლავთ. ლიპკა ფლობს საქართველოს სახელმწიფო სალიცენზიო სერტიფიკატებს პედიატრიასა და პედიატრიულ ნეფროლოგიაში. ამჟამად კი სპეციალიზაციას პედიატრიული გასტროენტეროლოგიის მიმართულებით გადის. ის გახლავთ ევროპის თირკმლის ტრანსპლანტაციისა და დიალეზის ასოციაციის წევრი, 2016 წლიდან კი ამერიკული სამედიცინო ცენტრების კონსულტანტ პედიატრი.

 

მარია ლიპკა თავისუფლად ფლობს ინგლისურ, პოლონურ, რუსულ და ქართულ ენებს.

 

 

Read 166 times Last modified on Thursday, 09 February 2017 13:19